„დეკანოიძე ერთ-ერთ უკრაინულ არხზე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმარონ პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ხატია დეკანოიძის განცხადებას.
ასევე, მეგრელიშვილი მიმართავს შესაბამის სამსახურებს - პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულდ გავრცელებისთვის.
„ყველამ ნახეთ და მოისმინეთ ვანო მერაბიშვილის პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელის (2007-2012 წწ.) ხატია დეკანოიძის მოღალატეობრივი განცხადება! ის ერთ-ერთ უკრაინულ არხზე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმარონ პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა. მივმართავ სახელმწიფოში ყველა შესაბამის სამსახურს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური)- პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულად გავრცელებისთვის!“ - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.