logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა ხატია დეკანოიძეზე: ეს უკვე სახუმარო თემა აღარ არის, ეს მოღალატეობრივი პოზიციაა! ეს ქალი პასუხისგებაშია მისაცემი
- +

10 მარტი. 2022. 21:21

 

 

„დეკანოიძე ეწევა ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას! ეწევა ორ მეგობარ ქვეყანას შორის შუღლის ჩამოგდებას, ცილისწამებას თავის ქვეყანას, რომელიც ოკუპირებულია და დღევანდელი მსოფლიო სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი საშიშროების წინაშე დგას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ხატია დეკანოიძის განცხადებას.

 

როგორც ფოჩხუა წერს, ეს უკვე სახუმარო თემა აღარ არის, ეს მოღალატეობრივი პოზიციაა!

 

„საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მერე რა რომ დესტრუქციული ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ხომ არის? ეწევა ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას! ეწევა ორ მეგობარ ქვეყანას შორის შუღლის ჩამოგდებას, ცილისწამებას თავის ქვეყანას, რომელიც ოკუპირებულია და დღევანდელი მსოფლიო სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი საშიშროების წინაშე დგას. ეს უკვე სახუმარო თემა აღარ არის, ეს მოღალატეობრივი პოზიციაა! ეს ქალი პასუხისგებაშია მისაცემი!“ - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner