logo_geo
eng_logo
Street Theatre Project - უფასო წარმოდგენები ბათუმში
- +

8 აგვისტო. 2016. 13:55


 

 

5-14 აგვისტოს, ბათუმში, პროექტის „Heat Batumi" ფარგლებში, გაიმართება ქუჩის თეატრის პროექტი Street Theatre Project.

 

8 აგვისტოს, 21:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, „კოლონადებთან", წარმოდგენილი იქნება ილიაუნის თეატრის სპექტაკლისკაპენის ოინები".  ჟან-ბატისტ მოლიერის პიესა - „სკაპენის ოინები" - რეჟისორმა გოგა ქაჩიაბაიამ დადგა.  სპექტაკლში გამოყენებულია ნაწყვეტები პიესის აკაკი წერეთლისეული თარგმანიდან და ჟღერს იტალიური ხალხური მუსიკა და სიმღერა.

 

ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის თეატრები წარმოდგენებს გამართავენ. ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის და პანტომიმის თეატრები წარსდგებიან.


პროექტის ფარგლებში, ბათუმს სლოვაკეთის (BIG NAMES), საფრანგეთის (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS), რუსეთის (პატარა ისტორიები - ჯამბზის შოუ), ესპანეთის (CAMUT BAND), დიდი ბრიტანეთის (FRANTIC, SPARK) დასები ესტუმრებიან და მაყურებელს საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ.


 9-10 აგვისტოს, ბათუმის ლიტერატურულ კაფეში პოეზიის საღამოები მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კატო ჯავახიშვილი, ნიკა ჯორჯანელი და ზვიად რატიანი. 12 აგვისტოს, კი ე.წ „კოლონადებთან" The Quintessence - ის კონცერტი მოეწყობა.


„ქუჩის თეატრის პროექტი" საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში იმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner