„ეს ნაძირალა ქალი, არ არის ახლა ჩასაკეტი ქალთა კოლონიაში მინიმუმ 20 წლით?!!!” - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ლატარია წერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ქალი უნდა დაკითხოს და შემდეგ ბრალი წარუდგინოს.
„1000 დოლარიანი ხელფასის გამო, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი დეკანოიძე, ნახეთ რა განცხადებას აკეთებს? წესით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ქალი უნდა დაკითხოს და შემდეგ ბრალი წარუდგინოს. ვთვლი, რომ ეს ქალი არის დასაჭერი / რუსეთს, იარაღის შესაქმნელად ეხმარება საქართველოო, რომლითაც იღუპებიან უკრაინელები. (ანუ, ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, საქართველოს გავლით თურმე რუსებს არ აქვთ პრობლემა ფინანსების, რომლითაც ქმნიან იარაღებს).... ეს დამპალი სულის პატრონი. ეს ნაძირალა ქალი, არ არის ახლა ჩასაკეტი ქალთა კოლონიაში მინიმუმ 20 წლით?!!! ახლა არის ომი, სახელმწიფო უნდა იყოს ბევრად ხისტი და მომთხოვნი. მაშინ, როდესაც 24 საათი ვშრომობთ ყველანი, რათა უკრაინელ მეგობრებს დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია და ამავე დროს, არ მოხდეს ოკუპანტების მხრიდან თბილისის მიწასთან გასწორება, მიშას მონა ხატია დეკანოიძე რამხელა ბრალს დებს სახელმწიფოს, ხედავთ?!“- წერს ლატარია Facebook-ზე.