logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: აღარ ჩამოვთვლი იმ სტრატეგიულ ობიექტებს, რაც სააკაშვილმა რუსეთს გადასცა, მაგრამ რაც დღეს „ტვ პირველმა“ გააჟღერა, დაცინვის მეტს არაფერს იმსახურებს
- +

10 მარტი. 2022. 21:32

 

 

„ტყუილის და სიცრუის ტირაჟირებას თუ ლიმიტი არ ჰქონდა, ამას ვერ ვიფიქრებდი. აღარ ჩამოვთვლი იმ სტრატეგიულ ობიექტებს, რაც სააკაშვილმა რუსეთს გადასცა“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

 

როგორც ფოჩხუა წერს, რაც დღეს „ტვ პირველმა“ გააჟღერა, დაცინვის მეტს არაფერს იმსახურებს.

 

„ტყუილის და სიცრუის ტირაჟირებას თუ ლიმიტი არ ჰქონდა, ამას ვერ ვიფიქრებდი. აღარ ჩამოვთვლი იმ სტრატეგიულ ობიექტებს, რაც სააკაშვილმა რუსეთს გადასცა, მაგრამ რაც დღეს „ტვ პირველმა“ გააჟღერა, დაცინვის მეტს არაფერს იმსახურებს. „ბილაინი“, „ბორჯომი“, „არ ემ ჯი“, რომლის მეპატრონეებიც მიშასთან არიან გადაჯაჭვულები, მისი შემოყვანილია საქართველოში, ალბათ დიდი ფულის სანაცვლოდ და კაცმა არ იცის, როგორ და რა სახით ფუნქციონირებდნენ და ატყავებდნენ ქვეყანას, დღეს ამ ხელისუფლებას აბრალებენ მათთან კავშირს და ბრალს დებენ, მსოფლიო სანქციების ფონზე, მათთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. მივმართავ უვიცთა ტელევიზიას: არ ლაგდება ეს ერთი ერთმანეთზე და გაეშვით რა, ისევ უცხო სიტყვების ტირაჟირებას მიაწექით!” - წერს ფოჩხუა Facebook -ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner