logo_geo
eng_logo
ვიდეო-კონფერენცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ ადამ სმიტთან
- +

10 მარტი. 2022. 22:21

 

 

2022 წლის 10 მარტს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვიდეო-კონფერენცია გამართა  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ ადამ სმიტთან.

 

დავით ზალკალიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კონგრესმენ სმიტს საქართველოს მიმართ მისი მრავალწლიანი ჩართულობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და მისი ნეგატიური გავლენები რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი, შექმნილი ვითარების ფონზე პარტნიორების მხრიდან საქართველოს კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას და ჩვენი ქვეყნის მედეგობის გაძლიერების კუთხით როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

 

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner