logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: თავი უნდა დავაღწიოთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას და ამისთვის ინვესტიციები გვჭირდება
- +

10 მარტი. 2022. 22:22

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპამ თავი უნდა დააღწიოს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას. ამის შესახებ მან ვერსალში, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე განაცხადა. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ახლა ევროპისთვის გადამწყვეტი მომენტია.

 

„თავი უნდა დავაღწიოთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას და ამისთვის ინვესტიციები გვჭირდება. ეს იქნება სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტიცია ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. განვიხილავთ უკრაინას, როგორ ჩვენი ოჯახის წევრობის საკითხს. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner