logo_geo
eng_logo
მაკრონი: შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ? არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია
- +

10 მარტი. 2022. 22:24

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტს მასპინძლობს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის პერსპექტივები შეაფასა.

 

„სამმა ქვეყანამ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ, ოფიციალური განაცხადი გააკეთა. რასაც დღეს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ უკრაინასა და უკრაინელებს. თუმცა, შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ? არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია. შეგვიძლია თუ არა კარი დავხუროთ და ვთქვათ არასდროს? ეს უსამართლო იქნება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ომი სრულიად განაახლებს ევროპის არქიტექტურას.

 

უკრაინამ ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზე განაცხადი ორი კვირის წინ გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.

 

მანამდე ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ არსებობს.

 

„რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ უკრაინამ მოითხოვა ევროკავშირის წევრობა, თუმცა არ არსებობს სწრაფი პროცედურა, რათა ევროკავშირის წევრი გახდე“, - განუცხადა მარკ რუტემ ჟურნალისტებს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მისვლისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner