logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: უკრაინამ მიმართა ევროკავშირს სწრაფი პროცედურებით გაწევრიანების მოთხოვნით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ყველა ევროპელი იამაყებს იმით, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგას
- +

10 მარტი. 2022. 22:25

 

 

„უკრაინამ მიმართა ევროკავშირს სწრაფი პროცედურებით გაწევრიანების მოთხოვნით. მადლობელი ვარ ევროპარლამენტის ჩვენი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ზელენსკისადმი ოვაციების მომენტმა უკრაინელი ხალხის ერთიანობის, სოლიდარობისა და მორალური გაძლიერების, ევროპული სულისკვეთების ამაღლების მომენტი შექმნა.

 

„დიახ, ჩვენ ახლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვართ. აშკარად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების კლასიკური პროცესიის დრო, რომელიც როგორც წესი, წლების განმავლობაში გრძელდება და აქცენტს აკეთებს ტექნიკურ და ეკონომიკურ დეტალებზე. გადაწყვეტილება უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის მინიჭების შესახებ შეიძლება იყოს ევროპისა და მისი ყველა ქვეყნის, ყველა მისი ლიდერის განმსაზღვრელი გამარჯვება. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ყველა ევროპელი იამაყებს იმით, რომ დგას ისტორიის სწორ მხარეს და აკეთებს მორალურ არჩევანს. იდეა, რომ უკრაინის ბლოკში გაწევრიანება ახლა გაამწვავებს ვითარებას, არადამაჯერებელია. მე მოვუწოდებ მათ, ვინც ამ შეხედულებას ფლობდა, უარი თქვან ამ პოზიციაზე. ეს ნაბიჯი უკრაინელ ხალხს უზარმაზარ იმედს მისცემს. ამ ბნელ დროში, ჩვენ გვჭირდება ეს იმედი უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამ ნაბიჯს მხარს უჭერს ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა. ევროკავშირის ლიდერებს შეუძლიათ ამის გაკეთება“, - აღნიშნავს დმიტრო კულება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner