„პუტინს სჯეროდა, რომ უკრაინის დაპყრობას შეძლებდა, მან ეს ვერ შეძლო. სჯეროდა, რომ ჩვენ გაყოფას შეძლებდა. მას სჯეროდა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესუსტებას მიაღწევდა და ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეწყვიტოს ომი“, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ვერსალში, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ყოველგვარი მიზეზის გარეშე აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
„რუსეთი განურჩევლად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, ასობით მსხვერპლია მშვიდობიანი მოსახლეობაში. ორი მილიონი ლტოლვილია და ჩვენი ბრალია, ორი მილიონი ლტოლვილია? - არა. რუსეთი ომს ისე აწარმოებს, როგორც სირიასა და ჩეჩნეთში, ბომბავს და ანადგურებს ქვეყანას. დღეს ლიდერებმა, ორი მიმართულებით უნდა იმუშაონ. პირველი, როგორ გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა შეაჩეროს ეს გიჟური ომი და შეაჩეროს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და მეორეა ევროკავშირის მდგრადობის გაზრდა. პუტინს სჯეროდა, რომ უკრაინის დაპყრობას შეძლებდა, მან ეს ვერ შეძლო. სჯეროდა, რომ ჩვენ გაყოფას შეძლებდა, ვერ შეძლო. მას სჯეროდა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესუსტებას მიაღწევდა და ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეწყვიტოს ომი“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.