logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: რუსეთი ყოველგვარი მიზეზის გარეშე აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, პუტინს სჯეროდა, რომ დაიპყრობდა უკრაინას - ვერ შეძლო, სჯეროდა, რომ ალიანსს დაასუსტებდა და ვერ შეძლო, ახლა უნდა შეწყვიტოს ომი
- +

10 მარტი. 2022. 22:25

 

 

„პუტინს სჯეროდა, რომ უკრაინის დაპყრობას შეძლებდა, მან ეს ვერ შეძლო. სჯეროდა, რომ ჩვენ გაყოფას შეძლებდა. მას სჯეროდა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესუსტებას მიაღწევდა და ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეწყვიტოს ომი“, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ვერსალში, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთი ყოველგვარი მიზეზის გარეშე აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

 

„რუსეთი განურჩევლად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, ასობით მსხვერპლია მშვიდობიანი მოსახლეობაში. ორი მილიონი ლტოლვილია და ჩვენი ბრალია, ორი მილიონი ლტოლვილია? - არა. რუსეთი ომს ისე აწარმოებს, როგორც სირიასა და ჩეჩნეთში, ბომბავს და ანადგურებს ქვეყანას. დღეს ლიდერებმა, ორი მიმართულებით უნდა იმუშაონ. პირველი, როგორ გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა შეაჩეროს ეს გიჟური ომი და შეაჩეროს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და მეორეა ევროკავშირის მდგრადობის გაზრდა. პუტინს სჯეროდა, რომ უკრაინის დაპყრობას შეძლებდა, მან ეს ვერ შეძლო. სჯეროდა, რომ ჩვენ გაყოფას შეძლებდა, ვერ შეძლო. მას სჯეროდა, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესუსტებას მიაღწევდა და ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეწყვიტოს ომი“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner