logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: პანდემია არ დამთავრებულა - ომმა ყველა გამოწვევა გადაფარა
- +

10 მარტი. 2022. 22:26

 

 

„პანდემია არსად წასულა, პანდემია არ დამთავრებულა. რუსეთის თავდასხმისა და შეჭრის შემდეგ იქ [უკრაინაში] ნამდვილი ომია და ამ ომმა პანდემია და ყველა გამოწვევა, რაც კი არსებობს გადაფარა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ჯერჯერობით ჩვენთან არც მეექვსე ტალღა არ დასრულებულა. ახლა ვართ მეექვსე ტალღის ე.წ. დაღმავალ ფერდზე. თუ ეს ვირუსი ევოლუციის კანონებს ემორჩილება, მაშინ ის თანდათან უნდა მინელდეს და შემოდგომაზე მოგვევლინოს როგორც სეზონური ვირუსი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 631 900 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 578 178, გარდაიცვალა 16 485 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner