ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„რას ბოდავ, ქალო... აბა, რას ბოდავ?! ალიო... შესაბამისო ორგანოებო, ალიო!
ეს ,,პრავაკატორი'' იძახის, საქართველოს ხელისუფლება ეძებს ხვრელებს, რათა რუსეთს დაეხმაროს იარაღის შექმნაშიო! სასწრაფო წესით უნდა დაიკითხოს: რა ხვრელები, რის იარაღი, რომელი რუსეთი, სადაური მათე, რა ატმი კურკა?
თან არ დაგავიწყდეთ, აღნიშნული ქალი დეპუტატია, საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც აშკარად ეწევა მავნებლურ საქმიანობას და არ დაიჯერებთ, ჩვენ ამ მავნებელს, ამ ღალატის მქმნელს ვუხდით ხელფასს (არც ისე ცოტას!).
ვიმეორებ: დაკითხეთ სასწრაფო წესით და არგუნეთ ის, რასაც იმსახურებს, თორემ თუ ქვეყანა დააზარალეს, მერე გვიანი იქნება!“ - წერს გელა ზედელაშვილი.