პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება.
„რეზოლუციაში უდავო ფაქტები რომ ჩაწერილიყო, ამიტომ დააბრალეთ საკუთარი სამშობლოს სამხედრო ძალებს შვიდ აგვისტოს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა???!!! - დამაზუსტებელი კითხვა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემგან, ისტორიის სრულყოფისა და მეხუთე კოლონის ბოლომდე ლუსტრირებისთვის! P. S. ხმები ისედაც ყოფნიდა!..“, - წერს მამუკა მდინარაძე.