logo_geo
eng_logo
Politico: გერჰარდ შრიოდერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდება
- +

10 მარტი. 2022. 23:37

 

 

გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდება უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, მანამდე გერჰარდ შრიოდერი სტამბოლში უკრაინელ პოლიტიკოს შეხვდა, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის წევრია.

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომერნტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

 

გერმანიის სამთავრობო წყაროებმა საინფორმაცკიო სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ გერმანიის მთავრობა არ ყოფილა ჩართული რაიმე შეხვედრის ორგანიზებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner