„ომში დაღუპულთა სასაფლაოზე ვერ ვნახე ის მომღერლები, ამ ომში გამარჯვების სიმღერა რომ დააგრიალეს!..." - ამის შესახებ გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა.
„ვიყავი 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა სასაფლაოზე. ბევრი ხალხი იყო - მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საზოგადო მოღვაწეები, უბრალო ხალხი... ვერ ვნახე ის მომღერლები, ამ ომში გამარჯვების სიმღერა რომ დააგრიალეს!..." - აცხადებს ჯემალ სეფიაშვილი.