logo_geo
eng_logo
პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“ იმ პენსიონერებს შეეხებათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ
- +

8 აგვისტო. 2016. 14:14


 

პროგრამა ცხოვრება გრძელდება" იმ პენსიონერებს შეეხებათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. ხადურის განმარტებით მალე პროგრამის დეტალური პრეზენტაცია გაიმართება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ამაზე განცხადება. ეს არის შესაძლებლობა პენსიონერებისათვის და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პესნიონერებისათვის, ვისთვისაც შემოსავალი ძალიან დაბალია, რომ მათ ჰქონდეთ გარკვეული ტიპის შეღავათები. ეს შეღავათები შეეხება როგორც იმას, რომ მუშაობის დაწყების შემთხვევაში შეინარჩუნებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას, ისე დამსაქმებლებს, რომ შევიმუშაოთ სტიმულირების ძალიან კარგი მექანიზმები. ეს იქნება ერთიანი საკანონმდებლო პაკეტი. აქ არის საუბარი პენსიონერთა იმ ნაწილზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს",- განაცხადა ნოდარ ხადურმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner