logo_geo
eng_logo
ნედ პრაისი: ცოტა ქვეყანას თუ ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს, სადაც 2008 წელს რუსეთის ძალები შეიჭრნენ
- +

11 მარტი. 2022. 01:24

 

 

„ცოტა ქვეყანას თუ ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს, სადაც 2008 წელს რუსეთის ძალები შეიჭრნენ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

 

„ცოტა ქვეყანას თუ ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს, სადაც 2008 წელს რუსეთის ძალები შეიჭრნენ. ბევრი ქართველია, ვისაც ჯერ კიდევ ამის მწარე მოგონებები აქვს. მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ბევრი ქართველია მთავრობაში და ასევე უბრალო მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

ნედ პრაისის თქმით, პრინციპები, რომელიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივეა, რასაც დღეს უკრაინის შემთხვევაში არღვევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner