logo_geo
eng_logo
გერმანიის კანცლერი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა არ იქნება
- +

11 მარტი. 2022. 01:48

 

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურაზე უარს ამბობს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ იმის განხორციელება, რაც წარსულში ნამდვილად გადავწყვიტეთ. ეს არის კურსი, რომელსაც უნდა მივყვეთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

ოლაფ შოლცმა ასოცირების შეთანხმება მოიხსენია, რომელიც ევროკავშირმა და უკრაინამ 2017 წელს გააფორმეს და რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

 

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირის 27 ქვეყნის პირობებში, უკვე რთულია ევროკავშირში ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, საგარეო, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა.

 

მანამდე ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ არსებობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner