ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“, - ასე აფასებს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვერსალში გამართულ ევროკავშირის სამიტს.
„ისტორიული ღამე ვერსალში. 5-საათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“ - პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენზე და უკრაინაზეა დამოკიდებული მიზნის სწრაფად მიღწევა. გმირმა უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მიველსამებით მათ ევროკავშირში“, - წერს ნაუსედა.