რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას დაბომბვას განაგრძობს. სარაკეტო დარტყმები გვიან ღამით ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნეჟინზე განხორციელდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა და 8 დაშავდა.
ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქi სვეტლოგრადიც, რის შედეგადაც გაზსადენი დაზიანდა. საოკუპაციო ძალამ იერიში მიიტანა სოფელ რუბციზეც. დაზიანდა რამდენიმე სახლი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.