მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა და მისი შვილი დააკავეს.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ბეჟან გუნავამ შენობის შესასვლელის პიკეტირება სცადა.
სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატს მოუწოდეს, გაეთავისუფლებინა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელი, თუმცა გუნავა მოთხოვნას არ დაემორჩილა.
დაკავების პროცესს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.