ოზურგეთში,უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა, რომელიც საქართველოს სახელით გაიგზავნება.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ბიზნეს სექტორს, ვინც სურვილი გამოთქვა და სხვადასხვა სახის შემოწირულობა გაიღო. განვაგრძობთ ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას ოზურგეთში უკრაინისთვის“, - აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.