logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე ელენე ხოშტარიაზე: ქ-ნმა ხოშტერიამ განათლება დიდ რუსეთში, კერძოდ კი МГИМО-ში მიიღო, იქნებ სწორედ იქ ასწავლეს, როგორ უნდა აკეთოს ანტიქართული საქმეები პატრიოტიზმის სახელით
- +

11 მარტი. 2022. 12:05

 

 

„დღეს ელენე ხოშტარია და მისი მიმდევარი ხოშტერისტები გვთავაზობენ ახალ ლოზუნგს „ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს საქართველოს!“ სინამდვილეში ამ ლოზუნგის ქვეტექსტი ასეთია: „ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს „ნაცებს“ და მისცემს მათ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს!“ - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

 

მისი თქმით, ამიტომ მიმართეს ხოშტერისტებმა მსოფლიოს მამებს.

 

„რა არის ხოშტერიობა?! ალბათ ბევრს ახსოვს ძველი ლოზუნგები - „ამერიკა გადაგვარჩენს!“ „ევროპა გადაგვარჩენს!“ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს!“, „სოფელი გადაარჩენს საქართველოს!“ და ა. შ. დღეს ელენე ხოშტარია და მისი მიმდევარი ხოშტერისტები გვთავაზობენ ახალ ლოზუნგს „ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს საქართველოს!“ სინამდვილეში ამ ლოზუნგის ქვეტექსტი ასეთია: „ივანიშვილის სანქცირება გადაარჩენს ნაცებს და მისცემს მათ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს!“ ამიტომ მიმართეს ხოშტერისტებმა მსოფლიოს მამებს: „დეიდებო, ბიძიებო, თქვენი მუხლების ჭირიმე, საქართველოს ერთი ბოროტი გველეშაპი შემოხვევია, ახრჩობს და ანადგურებს, გვიშველეთ რამე, დაადეთ სანქციები მის ქონებას და ივერიაც გაბრწყინდება!“ (ქვეტექსტით: ნაცები გავბრწყინდებით) ნაცების დროსაც ეს „გველეშაპი“ ქველმოქმედებას ეწეოდა, ხალხს ეხმარებოდა, პოლიტიკაში ერეოდა, 2003 წლის გადატრიალებაში (ზოგისთვის „ვარდების რევოლუციაში“) თავისი წვლილი შეიტანა. „რეფორმატორების“ ლოზუნგებით მოხიბლულმა ივანიშვილმა, „ნაცებს“ სახელმწიფო რეფორმები (პოლიციის, არმიის და ა. შ.) დაუფინანსა. პირველ წლებში მინისტრებს ხელფასები უხადა. ამ დროს ივანიშვილი პატრიოტი და ქველმოქმედი იყო.

 

მას შემდეგ, რაც ბიძინამ დაინახა ნაცების ბუნება, მათი ანტისახელმწიფოებრივ რეჟიმად ჩამოყალიბება, გაემიჯნა მათ და საზოგადოების ლიდერად იქცა. ხოშტერიებმა მას „პუტინის ნდობით აღჭურვილი ოლიგარქი უწოდა“ მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ის ნაცებისთვის მონსტრი და სისხლისმსმელი ურჩხული. სანამ ნაცებს აფინანსებდა „ფულს სუნი არ უდიოდა“. მაგრამ გამოხდა ხანი და პატრიოტი ქველმოქმედი „უბოროტეს მონსტრად“ გადაიქცა და უცებ გახდა „პუტინის მონაც“, „რუსი ოლიგარქიც“, „ქვეყნის მტერიც“ და თურმე მის ფულს დღეს სუნიც აუვიდა.

 

ქვეყნის გადამრჩენი პატრიოტი ხოშტერიები დიდი ენთუზიაზმით აწერენ ხელს ივანიშვილის სანქცირების პეტიციაზე და უმტკიცებენ მსოფლიოს, რომ 2012 წლამდე საქართველო იყო ნათელი და პროგრესული, ხოლო „ურჩხულის“ მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ ჩაესვენა მზე დემოკრატიისა, სიკეთისა და სიყვარულისა, რომ საქართველო ერთი პირის საწარმოა, რომ მხოლოდ გველეშაპი ბიძინას ნებით ხდება ყველაფერი, რომ ის აყალბებს არჩევნებს, ყველას ატყვევებს და ასამართლებს პოლიტიკური ნიშნით, რუსეთს ეხმარება სანქციებისგან თავის დაძვრენაში. არადა, მართლაც ხო შტერი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ ხვდებოდე ელემენტარულს: თუ შენი ქვეყანა ურჩხულისგან დაპყრობილია, თუ ეს ურჩხული ყველა არჩევნებს აყალბებს (თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლები სხვას ამბობენ), თუ არც დემოკრატია გაქვს, პოლიტპატიმრებიც გყავს, თავისუფალი არც სასამართლო გაქვს, არც პოლიცია და არც პროკურატურა, არც საბაზრო ეკონომიკა გაქვს და საერთოდ, დაქცეული ქვეყანა ხარ, როგორ მოითხოვ, რომ ასეთ ქვეყანას მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი? ან იქნებ მთლად შტერიც არა ხარ, თავს იშტერებ მხოლოდ და სწორედ იმიტომ ადგენ პეტიციას, რომ შენმა ქვეყანამ ეს სტატუსი არ მიიღოს. როცა ვიხსენებთ, რომ ქ-ნმა ხოშტერიამ განათლება დიდ რუსეთში, კერძოდ კი МГИМО-ში მიიღო, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, იქნებ სწორედ იქ ასწავლეს, როგორ უნდა აკეთოს ანტიქართული საქმეები, პატრიოტიზმის სახელით“, - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner