logo_geo
eng_logo
ბექა ძამაშვილი: ჰააგის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველმა მეომრებმა საბრძოლო მოქმედებები საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით აწარმოვეს
- +

11 მარტი. 2022. 12:08

 

 

ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი გამარჯვებაა. ასევე, ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველმა მეომრებმა საბრძოლო მოქმედებები საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით აწარმოვეს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს.

 

ეს გადაწყვეტილება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ პროკურორის ოფისის მიმართვაში პირდაპირ მითითებულია, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს, რამდენადაც პროკურორის ოფისს ამ ომის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და მტკიცებულება მიეწოდა. ამ პროცესს კოორდინაციას უწევდა და სამართლებრივად ამყარებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო მასში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს გენერალური პროკურატურა და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი გამარჯვებაა. ასევე, ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველმა მეომრებმა საბრძოლო მოქმედებები საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით აწარმოვეს“, - განაცხადა ძამაშვილმა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის სასამართლოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინსანზე“ დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირები ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner