logo_geo
eng_logo
„მოდი და თუ გული შეგტკივა, გააკეთეო“ - როგორ დაითანხმეს ალექსანდრე ჯეჯელავა მინისტრობაზე
- +

8 აგვისტო. 2016. 14:36



განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალ თბილისელებთან ყვება, თუ როგორ დაითანხმა პრემიერ-მინსიტრმა იგი, რომ აღნიშნული თანამდებობა დაეკავებინა.


„ჩემი აქ მუშაობა მკვეთრად არის ასოცირებული იმ გუნდთან, ვისთანაც დღეს ვმუშაობ. განათლების სისტემაში ბევრი და თანაც რადიკალური ცვლილებებია გასატარებელი, სრული მხარდაჭერის გარეშე მათი განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი მეგობრობა პრემიერთან, ძალიან მტკიცე და მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ პირადი მეგობრები, უფრო კომაროვის სკოლის დროს და შემდეგ საბანკო სისტემაში გადავიკვეთეთ და დავმეგობრდით და ეს აღმოჩნდა საკმარისი, გვცოდნოდა ერთმანეთის შეხედულებები, რაც იწვევს კიდეც ნდობას. წინა რამდენიმე მთავრობის დროსაც იყო ხოლმე საუბრები ჩემს ჩართვაზე სახელმწიფო სამსახურში, მაშინ არც კი განმიხილავს ასეთი შესაძლებლობა. ახლაც, როცა პრემიერისგან შემოთავაზება მივიღე, თავიდან ცოტა სკეპტიკურად განვეწყვე და ვკითხე კიდეც - ძალიან ხომ არ გეწყინება,  უარი რომ გითხრა-მეთქი. მიპასუხა - პირადად არ მეწყინება, მაგრამ მერე არ თქვა, რომ გედარდებოდაო. ეს ისეთი არგუმენტი იყო, ვერაფერს იტყვი. პრემიერმაც იცოდა და ყველამ, ვინც ჩემს საჯარო გამოსვლებს უსმენს, რომ ძალიან ხშირად გამოვთქვამდი ჩემს გულისტკივილს განათლებაზე, ჰოდა, მითხრეს: მოდი და, თუ გული შეგტკივა, გააკეთეო", - ისაუბრა ჯეჯელავამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner