logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე უსუფაშვილზე: ამორალურია, მტრობდე სამშობლოს იმის გამო, რომ შლეგი სააკაშვილის დესტრუქციული დაკვეთა შეასრულო და ცდილობდე საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას
- +

11 მარტი. 2022. 12:55

 

 

„გროშია ამგვარი პოლიტიკოსებისა თუ ამგვარი ანალიტიკოსი ჟურნალისტების ფასი! შეიძლება წინა გუნდში/სამსახურში ყოფნისას გქონდა პრეტენზიები თანაგუნდელებთან/მენეჯმენტთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ სამაგიეროს უხდიდე ნაცსექტის ანტისახელმწიფოებრივი გზავნილების ტირაჟირებით!“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე დავით უსუფაშვილზე, რომელმაც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არ არის სიფრთხილისა და კეთილგონიერების პოლიტიკა, ეს არის უკვე ნეიტრალიტეტის და ჩირგვებში დამალვის პოლიტიკა.

 

„როგორი მართლაც და ამორალურია მტრობდე სამშობლოს იმის გამო, რომ შლეგი სააკაშვილის დესტრუქციული დაკვეთა შეასრულო და ცდილობდე საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას. გროშია ამგვარი პოლიტიკოსებისა თუ ამგვარი ანალიტიკოსი ჟურნალისტების ფასი! შეიძლება წინა გუნდში/სამსახურში ყოფნისას გქონდა პრეტენზიები თანაგუნდელებთან/მენეჯმენტთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ სამაგიეროს უხდიდე ნაცსექტის ანტისახელმწიფოებრივი გზავნილების ტირაჟირებით!“ - წერს აბაშიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner