logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი უსუფაშვილზე: უკაცრავად და ამას ვინ იძახის?! „ვიბრძოლებთო“?! თანამდებობისა და სკამის გარდა რაზე გიბრძოლიათ?
- +

11 მარტი. 2022. 13:20

 

 

„თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრობის დროს, რაც ყველაზე უფრო ადვილად შეიტყო, ის არის, რომ ჯარი და მით უმეტეს ომი არც თუ ისე სახუმარო საქმე არ არის. შვილები იქაურობას არ უნდა გააკარო, შენი შვილები, თორემ სხვის რა პრობლემაა არა?!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებას.

 

„რის მებრძოლები ხართ, მთავრობაში თქვენი მოხვედრა ხომ ზღაპარია. პროვოკაციებს და პოპულისტურ განცხადებებს მაინც შეეშვით, მართლა და მართლა აღარაფრის არ გრცხვენიათ?!“- წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

„ნახეთ, რას ამბობს დავით უსუფაშვილი?! „ეს უკვე ჩირგვებში დამალვის პოლიტიკაა - სანამ შეუბერავენ, მანამდე წაქცეულები არიან „ტანკი თუ დაიქოქება, საქართველოსგან არაფერი დარჩებაო“, მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მთავრობა მყავდეს, რომელიც იტყვის - „ჩვენ ვიბრძოლებთ“. უკაცრავად და ამას ვინ იძახის?! მომესმა?! ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე? თავდაცვის ყოფილი მინისტრის ქმარი? „ვიბრძოლებთო“?! თანამდებობისა და სკამის გარდა რაზე გიბრძოლიათ? შენი ვაჟებიდან რომელს უმსახურია ჯარში, ან ომში რომელი ყოფილა? უფროსი თუ უმცროსი? არცერთი? რატომ დედიკო არ უშვებდა თუ მამიკო? თუ დედიკომ თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრობის დროს, რაც ყველაზე უფრო ადვილად შეიტყო, ის არის, რომ ჯარი და მით უმეტეს ომი არცთუ ისე სახუმარო საქმე არ არის. შვილები იქაურობას არ უნდა გააკარო, შენი შვილები, თორემ სხვის რა პრობლემაა, არა?! რის მებრძოლები ხართ, მთავრობაში თქვენი მოხვედრა ხომ ზღაპარია.

 

პროვოკაციებს და პოპულისტურ განცხადებებს მაინც შეეშვით. მართლა და მართლა აღარაფრის არ გრცხვენიათ?! რაო, რაო, რას ამბობ უსუფაშვილი?! „ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ სამშობლოს შეეწიროთო?“ აბა, ვისი შვილები უნდა შეეწირონ ? სხვისი? და ეს სხვა ვინაა?? ისე ღმერთმა დაგვიფაროს და მართლა რომ დაიწყოს ომი, ხომ ხართ ღირსი, თავი გადაპარსონ დავით უსუფაშვილს, თავის შვილებიანად, ფორმა ჩააცვან და წინ სანგრებისაკენ... თინა ხიდაშელი რას იზამს? ალბათ, იკივლებს სამხედრო გამოცდილება და მომზადება არა აქვთო ... გეთანხმებით კი ბატონო, ჯერ სამხედრო მომზადება, საწყისი საბრძოლო მომზადება. უი თქვენ ინგლისურად უფრო გაიგებთ კი ბატონო BCT-Basic Combat Training( სერჯანტის სახე დამანახა ამათ რომ შეხედავს ფორმაში!) მერე ომში, ომში სხვის შვილებთან ერთად, „ვიბრძოლებთო“ ხომ იძახით, ჰოდა წინ რესპუბლიკისთვის წინ, ლელო დადევით, ლელო!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner