logo_geo
eng_logo
რუსთავის მერმა 8 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
- +

8 აგვისტო. 2016. 14:41



 რუსთავში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 8 წლისთავი აღნიშნეს. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და რუსთაველი ჯარიკაცების საფლავები მოინახულეს.


        ქალაქის მერმა პარალელურად, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში აგვისტოს  ომის რუსთაველი გმირების ფოტოების და პირადი ნივთების გამოფენაც დაათვალიერა. ღონისძიებებს რუსთაველი ჯარისკაცების ოჯახების წევრები და ახლობლები დაესწრნენ.


           2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ხუთი რუსთაველი ჯარისკაცი: ვახტანგ გზირიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, კახაბერ თავგორაშვილი ლევან იოსებიძე და ბესიკ კაპანაძე(გადაასვენეს) დაიღუპნენ. ვახტან გზირიშვილი, ლევან იოსებიძე და გიორგი ჯავახიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში იბრძოდნენ, კახაბერ თავგორაშვილი გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში, ხოლო ბესიკ კაპანაძე შსს-ს ჯარში მსახურობდა. ოთხი მათგანი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით, ბესიკ კაპანაძე კი, გორგასლის მეორე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner