logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: დავით უსუფაშვილი მთავრობას ამუნათებს და ომის დაწყებისკენ მოუწოდებს
- +

11 მარტი. 2022. 14:40

 

 

„დავით უსუფაშვილი მთავრობას ამუნათებს და ომის დაწყებისკენ მოუწოდებს, მაშინ, როცა საკუთარ შვილებს პირდაპირ ეუბნება: „შენ, ჩემო შვილო, არ დაიბადე და არ გაგაჩინეთ იმისთვის, რომ სამშობლოს ღირსეულად შეეწირო“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებას.

 

„დავით უსუფაშვილი მთავრობას ამუნათებს და ომის დაწყებისკენ მოუწოდებს მაშინ, როცა საკუთარ შვილებს პირდაპირ ეუბნება: „შენ, ჩემო შვილო, არ დაიბადე და არ გაგაჩინეთ იმისთვის, რომ სამშობლოს ღირსეულად შეეწირო“. სხვისი შვილებით წაგებული ომი 2008-ში რუსეთ-საქართველოს არათანასწორ ომში უკვე გამოსცადა ქართულმა სახელმწიფომ და უამრავმა ოჯახმა, რომელიც საკუთარ შვილებს, თქვენგან განსხვავებით, პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიდა. 2008 წლის ომში, რომელშიც, ბატონო დავით, შესაბამისი ასაკისა და მომზადების პირობებშიც კი, როგორც ჩანს, თქვენი შვილი/ები არ მიიღებდნენ მონაწილეობას, მივიღეთ სულ მცირე 158 000 იძულებით გადასახლებული მოქალაქე, 1964 ჯარისკაცზე მეტი დაჭრილი და უამრავი მოკლული. ამ ფონზე ამ საკითხზე ანტისახელმწიფოებრივია დღეს თქვენი ხელისუფლებისადმი რიტორიკა. ღმერთმა დაგვიფაროს განმეორებითი ომისგან, მაგრამ მხოლოდ სხვისი შვილების სისხლით მოგებული ომით გამარჯვება არასოდეს იქნება თქვენი შვილების გამარჯვება“, - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner