logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: უფრო მეტ სანქციებზე ვფიქრობთ, რომლებიც რუს ოლიგარქებს უნდა დაეკისროთ, რათა რუსული ეკონომიკა შესუსტდეს
- +

11 მარტი. 2022. 14:53

 

 

ევროკავშირი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერის, რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლის გაძლიერებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხებში, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსი ოლიგარქებისთვის მეტი სანქციების დაკისრებაზე ფიქრობენ, რათა რუსული ეკონომიკა შესუსტდეს.

 

წარმოდგენილია წინადადება ჩვენი წვლილის გაორმაგებაზე. საუბარია დამატებით 500 მილიონ ევროზე, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას უნდა მოხმარდეს. ვფიქრობთ, უფრო მეტ სანქციებზე, რომლებიც რუს ოლიგარქებს უნდა დაეკისროთ, რათა რუსული ეკონომიკა შესუსტდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 500 მილიონიან დახმარების გაცემას ლიდერები დაამტკიცებენ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner