logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: საერთოდ რას ნიშნავს ტერმინი „ოდეერი“?! მსგავსი ცნება დიდიხანია აღარ არსებობს
- +

8 აგვისტო. 2016. 14:46



„სიცრუეა თითქოს ვინმე თავდაცვის სამინისტროში „ოდეერის" დანიშვნას ითხოვდა", - ამ სიტყვებით ეხმაურება თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, უწყების ყოფილი ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომელმაც იზორიას „ოდეერბის უფროსი" უწოდა.


„არსებობს უტყუარი ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინსტიტუტს მხარს რესპუბლიკელებიც უჭერდნენ. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტიურად ვახტანგ ხმალაძესთან ვთანამშრომლობდით, მისი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. თანაც ეს არ გახლდათ ლევან იზორიას, ან რომელიმე ერთი პარტიის გადაწყვეტილება - ცვლილება კოალიციამ მიიღო.

 

ასევე სიცრუეა, თითქოს ვინმე თავდაცვის სამინისტროში „ოდეერის" დანიშვნას ითხოვდა. თუ რომელიმე უწყებას სურს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ჰყავდეს, შესაბამისი ხელშეკრულება ფორმდება. ამ ყველაფერს ცივილიზებული ფორმა აქვს, ისევე როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და თავზე არავისთვის მოგვიხვევია, გინდა თუ არა, ჩვენი წარმომადგენელი უნდა გყავდეთო. ან საერთოდ რას ნიშნავს ტერმინი „ოდეერი"?! მსგავსი ცნება დიდი ხანია აღარ არსებობს.

 

საზოგადოებამ განსაჯოს, თუ "რესპუბლიკელები" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ იყვნენ, ამაზე თანამდებობის დატოვების შემდეგ რატომ ალაპარაკდნენ?!",- განაცხადა იზორიამ.

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner