logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ვცდილობთ, მაქსიმალურად მშვიდობიანად გადავწყვიტოთ კონფლიქტი
- +

8 აგვისტო. 2016. 14:49



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც უწყების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულ პირებს განაცხადა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ცდილობს მაქსიმალურად მშვიდობიანად გადაწყვიტოს კონფლიქტი.


მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც მოწმობს საერთაშორისო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც მკაფიოდ არის აღნიშნული რუსეთის აგრესია და ოკუპაცია.


ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ  ყოველთვის უმძიმესია აგვისტოს ომის გახსენება და ასევე, ძალიან რთული მდგომარეობაა საოკუპაციო ზოლს მიღმა, ადამიანის უფლებების კუთხით.


„ჩვენ ეს გმირები და ეს დღეები გვახსოვს ყოველთვის. მათ თავი შესწირეს საქართველოს ერთიანობას, უთანასწორო ბრძოლას, იმ აგრესიას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა და რომლის შედეგიც დღეს სახეზე გვაქვს - გრძელდება ოკუპაციის სახით.

 

თუმცა საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ცდილობს მაქსიმალურად მშვიდობიანად გადაწყვიტოს ეს კონფლიქტი და ტერიტორიული მთლიანობა და ერთობა, რასაც ეს გმირები შეეწირნენ, გადაწყდეს რაც შეიძლება მალე. ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ეს არის მშვიდობიანი გზა, ასევე ის პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის გაერთიანებას და ნდობის აღდგენას", - აღნიშნა ჯანელიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner