logo_geo
eng_logo
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ ყოფილიყო, რუსეთის შემოჭრა უკვე შეწყდებოდა
- +

11 მარტი. 2022. 15:48

 

 

გერმანულ გაზეთ „Die Zeit-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან დახმარებას იღებს, თუმცა ეს ჯერ არასაკმარისია ისევე, როგორ არასაკმარისია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მსოფლიოს რეაგირებასა და რუსეთის წინაარმდეგ პრევენციული სანქციების დაწესებას სთხოვდა.

 

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როდესაც შემოჭრა არ იყო, ყველა ხედავდა, რომ ინტერვენცია შესაძლებელია. რუსული ჯარები ჩვენი საზღვრის გასწვრივ იდგნენ. მე ვამბობდი: „რუსეთის წინააღმდეგ ისეთი სანქციები გამოიყენეთ, რომ თავდასხმაზე არც გაიფიქრონ“. ეს არ გააკეთეს. ვამბობდი: „ისეთი მხარდაჭერა აღმოუჩინეთ უკრაინას, რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია“. ესეც არ გააკეთეს. ახლა კი სასტიკი შემოჭრა გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები უნდა დააწესოს.

 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ ყოფილიყო, რუსეთის შემოჭრა უკვე შეწყდებოდა. რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს კვლავ ყიდულობენ. დასავლური კორპორაციები ჯერ კიდევ რჩებიან რუსულ ბაზარზე. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაა საჭირო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner