logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო: უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას გეგმავდა
- +

11 მარტი. 2022. 16:35

 

 

„უკრაინის ხელისუფლება გეგმავდა დარტყმას არა მარტო დონბასზე, არამედ ბელარუსზეც“, - ამის შესახებ, ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„ეს (დონბასის დაცვის სპეციალური ოპერაცია) რომ არ გაგვეკეთებინა ერთი დღით ადრე, დამიჯერეთ, რამდენიმე დღეში „მთელ ამ თასს დიდი დანაკარგებით დავლევდით“. ისინი არა მხოლოდ დონბასზე დარტყმისთვის ემზადებოდნენ, არამედ განალაგეს პოზიციები ბელარუსზე თავდასასხმელად“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

 

ლუკაშენკომ, ასევე, განაცხადა, რომ მზადაა, პუტინს უკრაინის თავდასხმის გეგმის ამსახველი რუკა აჩვენოს.

 

„ახლა გაჩვენებთ, საიდან მომზადდა ბელარუსზე თავდასხმა და ოპერაციამდე ექვსი საათით ადრე რომ არ ყოფილიყო პრევენციული დარტყმა პოზიციებზე, ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსს, რუსეთისა და ჩვენს ჯარებს... ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია. ჩვენი სინდისი ნათელია“, - აღნიშნა ბელარუსის არაღიარებულმა ლიდერმა.

 

მისი თქმით, ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იწყებენ იმის გააზრებას, თუ „რა არის და ვინ არის სიმართლე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner