logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით 2021 წელი ძალიან წარმატებული იყო
- +

11 მარტი. 2022. 16:36

 

 

ლევან დავითაშვილის შეფასებით, 2021 წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ძალიან წარმატებული იყო.

 

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, 2020 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ორჯერ მეტად 580.9 მლნ. აშშ. დოლარით (101.6%-ით) გაიზარდა და 1,152.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

 

საკმაოდ გაზრდილია ინვესტიციები საფინანსო სექტორში. ჩვენ დავინახეთ, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება უკვე რეალურ ჩანასახებშია და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოზიდული თანხები კაპიტალის ბაზრის მიმართულებით. ასევე ჩვენს ქვეყანაში გაზრდილია რეინვესტირებები და ყველა მიმართულებით ვხედავთ პირდაპირი ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

2021 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5 პროცენტია. შემდეგ მოდის ენერგეტიკის სექტორი 157.0 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13.6 პროცენტი). დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 143.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12.4 პროცენტია. მეოთხე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 84.1 მლნ აშშ. დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 7.3 პროცენტი).

 

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი ცხადად აჩვენებს ინვესტორების მხრიდან ნდობას საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს მიმართ და ამავე დროს, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის გაუმჯობესებულ რეიტინგებთან.

 

საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ ან შევინარჩუნეთ ჩვენი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები, ან ისინი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა გააუმჯობესეს, რაც უკვე აისახა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner