logo_geo
eng_logo
რუსეთის გენპროკურატურა კომპანია „Meta“-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას და რუსეთში Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის აკრძალვას ითხოვს
- +

11 მარტი. 2022. 17:59

 

რუსეთის გენერალური პროკურატურა „როსკომნადზორისგან“ კომპანია „Meta“-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

უფრო კონკრეტულად, რუსეთის გენერალური პროკურატურა ქვეყნის ტერიტორიაზე Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის ფუნქციონირების აკრძალვას ითხოვს.

 

გენერალური პროკურატურის აღნიშნული მოთხოვნა, მოჰყვა კომპანია „Meta“-ს გადაწყვეტილებას, რომელმაც Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით ნება დართო გამოაქვეყნონ შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს რუსული ჯარისკაცების წინააღმდეგ ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებს და ასევე, მოწოდებებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სიკვდილთან დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner