logo_geo
eng_logo
„საერთაშორისო ექსპერტები მიხვდნენ, რომ გიორგი პაპუაშვილი უბრალოდ პოლიტიკურად ვაჭრობდა”
- +

8 აგვისტო. 2016. 15:07


 

რამდენიმე დღეა, აქტიურად ეხმაურება პრესა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს.


დღევანდელ სტატიაში, "ახალი თაობა" წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო ატეხილი სკანდალი ნელ-ნელა დაემსგავსა ჭიქაში ამოვარდნილ ქარიშხალს; ბევრს ეცადა გიორგი პაპუაშვილი და მისი გუნდი, რომ საერთაშორისო ყურადღება მიეპყრო და მოახერხა კიდეც, მაგრამ როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო ექსპერტებმა, საქმეში დეტალურად ჩაიხედეს და მიხვდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უბრალოდ პოლიტიკურად ვაჭრობდა", - წერს გამოცემა.


თავიდან თუ გავიხსენებთ, პაპუაშვილმა ხმამაღლა განაცხადა, ჩემს მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებაო და ის კი აღარ უთქვამს, რომ ეს მოსამართლეები მისი კი არა, საკონსტიტუციო სასამართლოსი და ქვეყნის არიან. მისი მოსამართლეები" ჯერ დაიბნენ, მერე კი, წერილიც აფრინეს, აქაოდა გვჩაგრავენო, მაგრამ ხმა ადვოკატებმა ამოიღეს და პასუხგაუცემელი კითხვებიც დაგროვდა. მაგალითად ის,  რატომ არ იძვროდა თვეების განმავლობაში მოსამართლეთათვის უმნიშვნელო საქმეები ადგილიდან და რატომ იხილავდნენ ისინი დაჩქარებული წესით გიგი უგულავასა და კაბელების საქმეს? მაგალითად ის, თუ რატომ განიხილა "რუსთავი 2"-ის საქმე მაია კოპალეიშვილმა. მოგეხსენებათ, კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას განათლების მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილე იყო, იუსტიციის მინისტრობის პერიოდშიც მოადგილეობდა გვარამიას და ამავდროულად "რუსთავი 2"-ის დირექტორთან ნათელმირონობაც აკავშირებს. ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ კოპალეიშვილი მიუკერძოებელი იქნებოდა, კი ბატონო, მოსვუსმენთ და მოვუსმენთ გვარამიასაც, რომელმაც თქვა, მე "რუსთავი 2"-თან რა კავშირში ვარ, დაქირავებული დირექტორი გახლავართო.

 

 

საინტერესოა ისიც, რომ გახმაურებულ საქმეებს პაპუაშვილი რატომღაც ყოველთვის პირველ კოლეგიას აწერდა და პირველი კოლეგიაც შესაშური ოპერატიულობით სწავლობდა და ნიშნავდა სხდომებს, ასევე შესაშური ოპერატიულობით აჩაქუჩებდა გადაწყვეტილებებს და ეს მაშინ, როცა სხვა აქმეები თაროზე თვეობით დევს.

 

ყველაზე საინტერესო და... უფრო სწორედ, ყველაზე არაადეკვატური, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ჩაიდინა, სარჩელის გადაკეთება გალხდათ. ანუ, "რუსთავი 2"-ის ადვოკატების მიერ შეტანილი სარჩელი მოსამართლეებმა ისე, თავისთვის განიხილეს, ტელეკომპანიის ადვოკატები დაიბარეს, შენიშვნები მისცეს, სარჩელი დაამძიმებინეს და წარმოებაში ახლიდან ისე მიიღეს. ასეთი რამ სასამართლო პრაქტიკას საქართველოში კი არა, ბურუნდიში და  ლესოტოში არ ახსოვს. ახლა შესაძლოა თქვათ, ბურუნდიში სასამართლო საერთოდ არ არისო, მაგრამ ისეთ ყოფას, როგორიც ჩვენთანაა, არყოფნა სჯობს ალბათ, გეცოდინება მაინც, რომ არ არსებობს, თორემ ასე რა გამოდის? გვაქვს და იმ კაცის ნებასურვილზეა დამოკიდებული სამართალი, რომელიც ახლა ოდესაში რუმინეთთან დამაკავშირებელ გზას აგებს და გაიძახის, გადატრიალება უნდა მოვახდინო უკრაინის ეკონომიკაშიო. უკრაინის ეკონომიკის რა გითხრათ, მაგრამ საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობას რამდენჯერმე რომ ჰქონდა ადგილი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, ფაქტია და რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ პაპუაშვილი კონკრეტული პარტიული ჯგუფის დაკვეთებს არ ასრულებს, არაფერი გამოვა - ფაქტი ჯიუტია და ესეც არ იყოს, იმდენი  დამთხვევაა, თავად პაპუაშვილის გარდა, უხერხულობას ყველა გრძნობს", - წერს „ახალი თაობა".





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner