logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და თავისი მოღალატეობრივი ქმედებები გაამართლოს
- +

11 მარტი. 2022. 18:29

 

საზოგადოებისთვის არაა გასაკვირი, რომნაცმოძრაობამაქსიმალურად ცდილობს, ჩამოირეცხოს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც მათ დაუშვეს, როცა წამოეგნენ იმ ინსპირირებულ კონკრეტულ სიტუაციას, რის საფუძველზეც ჩვენი ქვეყანა ომში იყო ჩათრეული. ამან მოგვიტანა სავალალო შედეგი - დღეს ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე სრულიად უკანონოდ იმყოფებიან რუსეთის სამხედრო შენაერთები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

რეალურად, საქმე ისაა, რომნაცმოძრაობაეძებს ასეთ ხელჩასაჭიდ ფაქტორებს. მათ გაავრცელეს მიმართვა, თითქოს მათ მიერ მხარდაჭერილი ევროპის საბჭოს რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ომიდან ორი თვის თავზე მიიღეს, საუბარია მხოლოდ რუსეთის ქმედებებზე და არაა საუბარი იმაზე, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო და კასეტური ბომბებით ცხინვალი არ დაბომბა. ისინი ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და თავისი მოღალატეობრივი ქმედებები გაამართლონ. ისინი იმასაც კი გვაბრალებდნენ, რომ ჰააგაში მიმდინარე პროცესიქართულ ოცნებასიმისთვის გვჭირდებოდა, რომ ქართველი სამხედროები დაგვედანაშაულებინა ომის წარმოებაში. ეს არის აბსურდული ბრალდებები და ყველაფერს მოეფინა ნათელი. ვინ შეაგროვა მტკიცებულებები? სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში იყო აღმოჩენილიისკანდერისნაწილები, რომლებიც გადამალული იყო. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცება, რომელიც წარედგინა სტრასბურგსაც და ჰააგასაც“, - აცხადებს მიქანაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner