„არ არის გამორიცხული, რომ ომი დროში გაიწელოს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის ხელსაყრელი გზით გადაიჭრა: სანქციები ნავთობზე და გაზზე არ გავრცელდება“, - ამის შესახებ ვერსალში გამართული შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომში უფრო მეტია, ვიდრე დრამატული. ჩვენ მოვუსმინეთ საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს პუტინთან საუბართან დაკავშირებით. გამორიცხული არაა, რომ აღნიშნული დაპირისპირება გაჭიანურებულ სახეს მიიღებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩავრთოთ ევროპა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში და მადლობა გადავუხადეთ როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, ისე გერმანიის კანცლერს მშვიდობის აღდგენის მცდელობაში გამოჩენილი ძალისხმევისთვის. ჩვენ ასევე განვიხილეთ ეკონომიკური საკითხები. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის ხელსაყრელი გზით გადაწყდა. სანქციები არ შეეხება ნავთობსა და გაზს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის ენერგომომარაგება გარანტირებულია შემდგომი პერიოდისთვის. დღეისთვის სულ ეს იყო, ხვალ დილით გავაგრძელებთ“, - განაცხადა ორბანმა.