logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: გვსურს მტკიცედ ვუთხრათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ ისინი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან
- +

11 მარტი. 2022. 19:34

 

 

„გვსურს მტკიცედ ვუთხრათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ ისინი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვალდებულებას იღებს, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხსა და იმ გზას, რომელსაც ისინი მიჰყვებიან.

 

„პროგრესი ევროპის თავდაცვაში მიღწეულია, თუმცა ორი კვირის წინ, ჩვენ სხვა სამყაროში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიწყებთ ძალიან ოპერატიულ სტრატეგიას, ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ, თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ ევროპული ბაზა კიბერუსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner