ეს დღესასწაული მაშინ შეიქმნა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო. 1857 წლის 8 მარტს, ნიუ იორკში, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ სამკერვალო ქარხნებში მომუშავე ქალები. მათი მოთხოვნა იყო:10 საათიანი სამუშაო დღე; ნათელი და თავისუფალი საოფისე (სამუშაო) ფართი; დაწესებულიყო თანასწორი ხელფასი მამაკაცებისთვის და ქალებისთვის.
იმ დროს ქალები დღეში 16 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ მათი შემოსავალი ძალიან მცირე იყო. მამაკაცთა გადამწყვეტი ქმედებების შემდგომ მოხდა მათი სამუშაო დროის 10 საათამდე დაყვანა. ამერიკის ბევრ საწარმოში შეიქმნა პროფკავშირული ორგანიზაციები.
1857 წლის 8 მარტის შემდეგ ჩამოყალიბდა კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომლის წევრებიც გახდნენ ქალები. ამ დღეს ნიუ იორკის ბევრ ქალაქში ასობით ქალი გამოვიდა დემონსტრაციულ და საპროტესტო აქციებზე მოთხოვნით: დაეცვათ ქალთა უფლებები!
1910 წელს კოპენჰაგენში, სოციალისტურ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, კლარა ცეტკინი გამოვიდა შემოთავაზებით, რომ 8 მარტს აეღნიშნათ ქალთა საერთაშორისო დღესასწაული, რომელიც ჟღერდა როგორც „მოწოდება მსოფლიოს ყველა ქალს თანასწორობისთვის ბრძოლაში".
ამ მიმართვის საპასუხოდ ბევრი ეროვნების ქალბატონმა დაიწყო ბრძოლა და ფიქრი თანასწორობის, შრომის, პატივისცემის, ღირსებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში.
1911 წელს ეს დღესასწაული პირველად აღინიშნა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. ამის შემდეგ, მილიონზე მეტმა ქალბატონმა და მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციებში. გარდა ხმის მიცემისა და სახელმძღვანელო პოზიციის დაკავებისა, ქალებს მიენიჭათ თანაბარი უფლებები იდენტურად მამაკაცებისა.
1912 წელს ქალთა დღე აღნიშნეს 19 მარტსა და 12 მაისს. მხოლოდ 1914 წელს ქალთა დღის აღნიშვნა სპონტანურად დაიწყეს 8 მარტს.
8 მარტი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვეულებრივი სამუშაო დღე, მაგრამ 1965 წლის 8 მაისს სამამულო ომში გამარჯვების 20 წლითავის აღსანიშნავად. ქალთა საერთაშორისო დღე გამოცხადდა დასვენების დღედ.
დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ, კომუნისტებთან ასოციაციის გამო, მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობის ჟამს, ამ დღემ კვლავ შეიძინა პოპულარობა. 1975 წელს, გაერო-მ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.
დღესდღეობით თითქმის ყველა ქვეყანაში 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღეა.
მსოფლიოში 8 მარტთნან დაკავშირებით ჩატარდა გამოკითხვა. ..როგორც გამოკითხულთა 66%-მა აღნიშნა 8 მარტი უპირველესყოვლისა არის ქალთა საერთაშორისო დღესასწაული. გამოკითხულთა 18%-ის თანახმად - 8 მარტი გაზაფხულის დადგომის პირველი დღესასწაულია, ხოლო 4%-მა განაცხადა, რომ ეს დღე არაფრით არ განსხვავდება მათთვის დანარჩენი სამუშაო დღეებისგან.