logo_geo
eng_logo
შალვა ალავერდაშვილი: ძალიან კარგია, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში შემოსვლა უსაფრთხოა და ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურს გააკეთებს ამ სტატუსის შესანარჩუნებლად
- +

11 მარტი. 2022. 21:25

 

 

„ძალიან კარგია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოში შემოსვლა უსაფრთხოა და ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ეს სტატუსი ბოლომდე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები, დარგის განვითარების სამთავრობო ხედვა, სამომავლო გეგმები და პროფილურ ბიზნესთან უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

 

შალვა ალავერდაშვილის თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იყო კარგი და პოზიტიური.

 

„ჩვენ გავიგეთ ბევრი სიახლე, რას ვაკეთებთ ხვალ და როგორ ვიგეგმებით,“ - აღნიშნა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომუნიკაცია სამინისტროს ადმინისტრაციასა და ტურიზმის სექტორში წარმოდგენილ კერძო სექტორს შორის გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner