logo_geo
eng_logo
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი: ბელარუსის ჯარებმა უკრაინაში შეჭრა დღეს საღამოს შეიძლება დაიწყონ
- +

11 მარტი. 2022. 21:26

 

 

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, მოსკოვში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ თითო ზარი განახორციელეს.

 

როგორც ცენტრი იუწყება, არ არის გამორიცხული, რომ ვლადიმერ პუტინმა პროვოკაციის განხორციელების ბრძანება გასცა, რის შემდეგაც, ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრებიან.

 

წინასწარი მონაცემებით, 11 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე, ბელარუსის ჯარები უკრაინაში შეიძლება შეიჭრან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner