logo_geo
eng_logo
გაეროში აშშ-ის ელჩი: უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური იარაღის პროგრამა - სწორედ რუსეთი ინარჩუნებს დიდი ხნის განმავლობაში ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო სამართლის დარღვევით
- +

11 მარტი. 2022. 22:59

 

 

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური იარაღის პროგრამა.

 

,,არ არსებობს უკრაინული ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორია აშშ-ის მხარდაჭერით. არც რუსეთის საზღვართან და არც სადმე“, - აღნიშნა გაეროში აშშ-ის ეჩმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, უკრაინა მოქმედებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებში კორონავირუსის დიაგნოსტირებისა და აღმოჩენისთვის და აშშ მას პროცესის უსაფრთხოდ წარმართვაში ეხმარება.

 

„სწორედ რუსეთი ინარჩუნებს დიდი ხნის განმავლობაში ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო სამართლის დარღვევით“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner