logo_geo
eng_logo
ჰუბერტ ქნირში: საქართველოს მთავრობა მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ
- +

11 მარტი. 2022. 22:59

 

 

„საქართველოს მთავრობა, ჩემის აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაეროს რეზოლუციის ინიციატორი“, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ​განუცხადა.

 

„ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება. ვნახეთ, რომ დაიკეტა „ვითიბი ბანკი“. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან ავიცილოთ ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განაცხადა ქნირშმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner