logo_geo
eng_logo
ერდოღანი: 2014 წელს საერთაშორისო საზოგადოება და დასავლეთი ყირიმის უსამართლო ანექსიის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით რომ გამოსულიყვნენ, დღეს განსხვავებული სურათი გვექნებოდა
- +

12 მარტი. 2022. 00:50

 

 

„2014 წელს საერთაშორისო საზოგადოება და დასავლეთი ყირიმის უსამართლო ანექსიის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით რომ გამოსულიყვნენ, დღეს განსხვავებული სურათი გვექნებოდა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გმობს არალეგიტიმურ ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, განსაკუთრებით ყირიმის ანექსიას.

 

„ყირიმის ოკუპაციის დროს დუმდნენ ისინი, ვინც დღეს რაღაცას ამბობს. დღეს ვწუხვართ და გუშინ სხვა რეგიონში იგივე პრობლემა არ გვაწუხებდა? სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოიჩინა სათანადო წინდახედულება და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები ამის აღმოსაფხვრელად. უკრაინა მარტო დარჩა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner