logo_geo
eng_logo
ისრაელში უკრაინის ელჩი: უფრო მეტს ველოდით ისრაელის მთავრობისგან
- +

12 მარტი. 2022. 01:35

 

 

ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიიჩუკმა იმედგაცრუება გამოთქვა ისრაელის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაგირებასთან დაკავშირებით.

 

ადგილობრივ არხ 12 News-თან ინტერვიუში ევგენი კორნიიჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინა დიდ მხარდაჭერას იღებს რიგითი ისრაელელებისგან, თუმცა ისრაელის მთავრობის ნაბიჯები გააკრიტიკა.

 

„ჩვენ ძალიან ცოტა ნაბიჯს ვხედავთ ისრაელის მთავრობისგან მხარდაჭერის კუთხით, აგრესორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კუთხით, ჩვენი სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების თვალსაზრისით და მათ იციან ამის შესახებ. დრო იწურება და სამწუხაროდ, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. სულ ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ“, - აღნიშნა ისრაელში უკრაინის ელჩმა.

 

ევგენი კორნიიჩუკმა ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დედა ებრაელია და უკრაინის პრეზიდენტს ყოველთვის მეტი მოლოდინი ჰქონდა ისრაელის მთავრობისგან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner