logo_geo
eng_logo
ზელენსკი ქალაქ მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ
- +

12 მარტი. 2022. 10:16

 

 

ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ, - ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის გატაცებას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებმა უკვე დაკავებულ ტერიტორიაზე მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ფიზიკურ განადგურებას ცდილობენ, რითაც ISIS-ის ტერორისტებისგან არაფრით განსხვავდებიან.

ნათელია, რომ ეს ოკუპანტების სისუსტის ნიშანია. მათ ვერ მოიპოვეს ვერანაირი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიაზე, რისი იმედიც ასე ძალიან ჰქონდათ. იმიტომ რომ წლობით ატყუებდნენ საკუთარ თავს, თითქოს უკრაინაში ვინმე რუსეთს ელოდება. მათ ვერ იპოვეს კოლაბორაციონისტები, რომლებიც ოკუპანტებს ქალაქებსა და ძალაუფლებას გადასცემდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ქალაქიდან გუშინ გაიტაცეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner