საარჩევნო ბლოკმა "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულმა ოპოზიციამ" მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა.
ქარელის რაიონში წარდგნელია ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი; ნაძალადევსა და თემქაზე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი კახაბერ კორძაია; სიღნაღსა და დედოფლის წყაროში - ბავშვთა უფლებებსა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ნაირა ალავერდაშვილი; ახალციხესა და ადიგენში წარდგენილია გოდერძი კუბლაშვილი, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მუშაობის გამოცდილება აქვს.
„პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი წარდგენილი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია.